![ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა](http://presa.ge/img/multimedia/a71707.jpg)
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა
09:35:12     28-09-2017
ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ჟურნალის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„საკულტო ფიგურა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი დღეს გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო“ - ნათქვამია გზავნილში.
Playboy მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდია. ჟურნალის პირველი ნომერი 1953 წელს 51 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. მოგვიანებით კი ტირაჟმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.
დღეს Playboy-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გამოსცემენ.