ირაკლი ზარქუა კახი კალაძის ოჯახთან ახლო ურთიერთობას ადასტურებს

  18:12:40     27-09-2017

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ზარქუა მერობის კანდიდატის კახი კალაძის ოჯახთან ახლო ურთიერთობას ადასტურებს. 

ის აცხადებს, რომ მისი და და კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე მეგობრობდნენ, შესაბამისად ახლოს იყვნენ მათი ოჯახებიც.

ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ კახი კალაძის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ის ამბობს, რომ მას რეკომენდაცია „არა მარტო კალაძემ" გაუწია.

„ანუკი არეშიძე და კახი კალაძე ჩემი ოჯახისთვის იყო 2012 წელსაც მეგობარი, 13-შიც, 14-ში, 15-შიც და 16-შიც,“ - განაცხადა ზარქუამ.