მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა
17:21:44     27-09-2017
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარის განცხადებით, მმართველი გუნდის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი შეთავაზებაზე ემსახურება მორიგ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ.
„თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც, მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საუბარია იმ საკითხებზე, რომელიც იყო ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმების საგანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი სადავო არ არის და ვენეციის კომისიის გარდა, მას ეთანხმება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ის ნაწილიც კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ახალ კონსტიტუციას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს.