![ინტერპოლმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა ინტერპოლმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა](http://presa.ge/img/multimedia/a71689.jpg)
ინტერპოლმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა
16:35:58     27-09-2017
ისრაელის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ინტერპოლმა ორგანიზაციაში პალესტინის სახელმწიფოს გაწევრიანება დაამტკიცა. ამის შესახებ ინტერპოლის „ტვიტერის“ მიკრობლოგშია ნათქვამი.
„პალესტინის სახელმწიფო და სოლომონის კუნძულები ამიერიდან ინტერპოლის წევრი ქვეყნები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ინტერპოლის წევრი ქვეყნების რიცხვი 192-მდე გაიზარდა.
ისრაელში პალესტინის ინტერპოლში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდნენ. ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით, ახლა პალესტინაში ებრაელ პოლიტიკოსებზე დაკავების ორდერების გამოწერა შეეძლებათ, ხოლო პალესტინელი ექსტრემისტების ხელში საიდუმლო ინფორმაცია აღმოჩნდება.