„ერთი კაცის გუნება-განწყობილება როგორი იქნება სეზონების ცვლილების შემდეგ, ამას ვერავინ გაიგებს“

  14:14:01     27-09-2017

„ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და ეს იქნება უკანასკნელი შანსი, რომ მმართველმა უმრავლესობამ მოტივირებული შენიშვნების რაღაც ნაწილი მაინც გაითვალსიწინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

„თუნდაც ის, რასაც ახლა თვითონ აპირებენ, ბონუსების სისტემის გაუქმება, რომელიც პროცედურულად გაგრძელდება დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში, რატომ არ შეიძლება, რომ გაკეთდეს დღესვე. თუმცა ჩვენ არც იმის გვჯერა, რომ ისინი სამომავლოდ რაიმეს შეცვლიან, ვინაიდან როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“, ან თუნდაც უმრავლესობას, ეს სურვილები დამოკიდებულია არა მათზე, არამედ ერთ კაცზე. ერთი კაცის გუნება-განწყობილება როგორი იქნება სეზონების ცვლილების შემდეგ, ამას ვერავინ გაიგებს“, - განაცხადა გოცირიძემ.