ადა მარშანია: არ უნდა წავიდეთ რუსეთში? თუ, ვიყოთ ისე, როგორც 24 წელია ვართ

  11:37:12     27-09-2017

გამართლებულია ყველანაირი მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, - ამის შესახებ ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ადა მარშანიამ აღნიშნა, 27 სექტემბერი არის ტრაგედიის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და ეს ტრაგედია გრძელდება. 

„სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ რეგრესი გვაქვს. უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე და გავიაზროთ, რომ მიდგომებია შესაცვლელი და გასააზრებელია ახალი პოლიტიკა. ჩვენ კატეგორიულად მიგვაჩნია, რომ ვიზიტი როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში, ასევე ტოკიოში, რათა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, არის აუცილებელი და აქ არაფერი უჩვეულო არ არის. 

რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა ყველანაირად. დიახ,ეს ასეა და ეს ყველაფერი ჩვენ თავზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი სახლები დაიწვა, მოგვიკლეს ნათესავები და ამავდროულად, არავითარი ძვრა არ არის, რომ რაღაც გამოვიდეს. არ უნდა წავიდეთ რუსეთში? თუ, ვიყოთ ისე, როგორც 24 წელია ვართ. არაფერი იცვლება და ამას ახალი ტრაგედიები ემატება", - განაცხადა მარშანიამ.