გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
09:13:31     27-09-2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, ბერლინში, ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციაში პრემიერი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.
ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
გიორგი კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში ხვდება.