საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:28:59     26-09-2017
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დატოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი ამოძრავებს.
მათივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიღებული კონსტიტუციით მოატყუა როგორც საზოგადოება, ასევე ვენეციის კომისია.
ნიკა მელიამ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პროცესში მარტო არიან.
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც დატოვეს.
როგორც „ევროპული საქართველო“ წევრებმა განაცხადეს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ.