„ბაღები წლის დასაწყისში გადატვირთულია, შემდეგ კი ბავშვების ნაწილი არ დადის და უკეთესი მდგომარეობაა“

  14:58:34     26-09-2017

„ბაღები წლის დასაწყისში გადატვირთულია, შემდეგ კი ბავშვების ნაწილი არ დადის და შედარებით უკეთესი მდგომარეობაა“, - ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია 206-ე ბაღში მომხდარ უბედურ შემთხვევას. 

დედაქალაქის მერს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში ბავშვების ნაწილი ბაღში აღარ ივლის და ჯგუფები ამ გზით „განიტვირთება“. 

„ყოველთვის, პირველი ორი-სამი კვირა ასეა, გადატვირთულია. შემდეგ რაღაც ნაწილი ბავშვების არ დადის და აქედან გამომდინარე, ჯგუფებში უფრო თავისუფალი მდგომარეობაა. ვფიქრობთ, რომ წელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, მიმდინარეობს ბაღების მშენებლობა და იმედოვნებს, რომ ეს ბაღების გადატვირთულობას მოხსნის.