შეიარაღებულმა პალესტინელმა 3 ებრაელი მოკლა

  10:25:57     26-09-2017

შეიარაღებულმა პალესტინელმა 3 ებრაელი მოკლა. ინციდენტის შედეგად 4 ადგილობრივი დაშავდა. მედიკოსების განმარტებით, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდასხმა იერუსალიმის დასავლეთ სანაპიროზე, ჰარ ადარის დასახლებაში მოხდა. ძალოვანი უწყების განმარტებით, თავდამსხმელის ლიკვიდირებულია. მისი ვინაობის დადგენაზე სამართალდამცავი უწყებები უკვე მუშაობენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა“ აიღო.