![ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დააკავეს ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დააკავეს](http://presa.ge/img/multimedia/a71593.jpg)
ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დააკავეს
09:36:13     26-09-2017
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დააკავეს.
როგორც BBC-სთან საუბარში ერთ-ერთი ლგბტ აქტივისტი ყვება, მასობრივი დაპატიმრებები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო. მისი თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ათობით პირი დააკავეს, ზოგიერთი მათგანი ქრთამის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.
უფლებადამცველების მონაცემებით, სულ 100-მდე ადამიანი დააკავეს.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეხსან ზახიდოვი რეიდის ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ქრთამის აღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, დაკავებები ბაქოს მცხოვრებლების საჩივრების საფუძველზე მოხდა.
აზერბაიჯანი სექსუალური უმცირესობების დაცვის რეიტინგში ევროპის ქვეყნებს შორის ბოლო - 49-ე ადგილს იკავებს.