გუშინ ღამით რუსთაველზე "დაგდაგანის" დრამერი დაჭრეს

  01:03:58     26-09-2017

რუსთაველზე, როკ ჯგუფ დაგდაგანის დრამერი, გიორგი ბულბულაშვილი და მასთან სამი თანმხლები პირი დაჭრეს. ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ამის შესახებ "დაგდაგანის" ოფიციალურ გვერდზე წერია: "გუშინ ღამე ბულბულა და კიდევ ჩვენი 3 მეგობარი შუა რუსთაველზე დაჭრეს. ბიჭების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. მთავარია მალე გამოჯანმრთელდებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თბილისში, შუა რუსთაველზე 4 კაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ყლ&&ბი".

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მომდინარეობს გამოძიება.