„პარლმენტს შეუძლია შეიკრიბოს და იმსჯელოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენაზე“
16:06:25     25-09-2017
რადგან პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე, პარლამენტს შეუძლია სამშაბათს, 14:00 საათიდან შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით განიხილოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ მესამე მოსმენა იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ და ეს გვინდოდა ყოფილიყო 26 სექტემბერს. გავითვალისწინეთ ის შემთხვევაც, როგორ მოვქცეულიყავით პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზების გამო რომ არ მოეწვია რიგგარეშე სხდომა. ვინაიდან პრეზიდენტს კვირას, 14:00 საათზე გაეგზავნა მოწვევა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, 48 საათი იწურება სამშაბათს, 14:00 საათისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან პრეზიდენტმა არ გამოსცა ეს აქტი, სამშაბათს 14:00 საათიდან პარლმენტს შეუძლია შეიკრიბოს და იმსჯელოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენაზე",- განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე ხელს არ აწერს.