რუსეთში კანიბალების ოჯახი დააკავეს

  14:35:56     25-09-2017

რუსეთში, კრასნოდარში კანიბალების ოჯახი დააკავეს. ცოლ-ქმარი 1999 წლიდან იტაცებდა, კლავდა და ჭამდა ადამიანებს.

სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს, რომ მათ 7 ადამიანი ჰყავთ მოკლული. მოკლულთა ცხედრები უკვე იპოვეს.

დაკავებულები ამბობენ, რომ 30 ადამიანი მოკლეს. ისინი ტელეფონის საშუალებით დააკავეს. კრასნოდარის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს მობილური ტელეფონი, რომელშიც მოკლულთა ცხედრებთან გადაღებული ბრალდებულების ფოტოები აღმოაჩინეს.