იტალიასა და გერმანიაში ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივი კლანის წარმომადგენლები დააკავეს
14:37:38     25-09-2017
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველების დაჯგუფება დააკავეს. 28 ადამიანი იტალიასა და გერმანიაშია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან დაჯგუფებას ტურინის, სავონას, ალესანდრიას, კუნეოსა და პავიას პროვინციებში სულ მცირე 85 სახლი და ოფისი აქვთ გაძარცვული.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.
როგორც გამოცემა La Stampa წერს, დაჯგუფება ქუთაისის უმსხვილესი დანაშაულებრივ კლანს წარმოადგენს.