იაპონიის პარლამენტს 28 სექტემბერს დაითხოვენ

  14:25:23     25-09-2017

იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ, 1 წლით ადრე, საპარლამენტო არჩევნები დააანონსა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, იაპონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით მთავრობა შეეცდება პარლამენტის ქვედა პალატაში მმართველი გუნდის პოზიციები გააძლიეროს, რათა სასურველი რეფორმების გატარება დაუბრკოლებლად იყოს შესაძლებელი.

ექსპერტების აზრით, აბეს ვადამდელი არჩევნებით, მმართველი კოალიცია ლიბერალ-დემოკრატების ძალის შენარჩუნება სურს. განცხადება პრემიერის რეიტინგის მაჩვენებლის დაცემის შემდეგ გაკეთდა.

პრესკონფერეციამდე რამდენიმე საათით ადრე, ტოკიოს პრეფექტურის გუბერნატორმა იურიკო კოიკემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საწინააღმდეგო კოალიციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დაძაბულ პოლიტიკურ კურსს შეეწინააღმდეგებიან.