ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართა

  11:10:31     25-09-2017

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს.

​კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, პარლამენტის თავმჯდომარემ 24 სექტემბერს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.