რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  05:02:42     25-09-2017

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.