ბრაზილიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქოლოგებს უფლება ეძლევათ, ჰომოსექსუალობა დაავადებად განიხილონ და შესაბამისი მკურნალობა აწარმოონ
20:49:17     23-09-2017
წინა კვირას ბრაზილიის ფედერალური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ფსიქოლოგებს უფლება ეძლევათ, ჰომოსექსუალობა დაავადებად განიხილონ და მის მიმართ სექსუალური ორიენტაციის კონვერსიის თერაპია გამოიყენონ.
გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა ქვეყნის ლგბტ საზოგადოება. ბრაზილიის ლგბტ ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია და ჰომოსექსუალების უფლებადამცველი აქტივისტები მას ადამიანის უფლებათა ამერიკულ სასამართლოში გასაჩივრებას უპირებენ.
ბრაზილიის ფსიქოლოგების ფედერალური საბჭო, რომელმაც 1999 წელს მიღებული რეზოლუციით ფსიქოლოგებს ჰომოსექსუალობის დაავადებად განხილვა აუკრძალა, ასევე აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა ასევე ბრაზილიის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილიც.