![Facebook-ი პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესებს ამკაცრებს Facebook-ი პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესებს ამკაცრებს](http://presa.ge/img/multimedia/a71492.jpg)
Facebook-ი პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესებს ამკაცრებს
10:18:17     23-09-2017
სოციალური ქსელი Facebook-ი პოლიტიკური რეკლამის წყაროს მონიშნავს და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს დაინახონ, რა სახის სარეკლამო განცხადებებს ათავსებს ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია იმის მიუხედავად, რა სახის აუდიტორიაზეა ის გათვლილი. ამის შესახებ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური რეკლამების მუშაობის ახალი სისტემა რამდენიმე თვეში ამოქმედდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ე.წ. რუსული “ტრტოლების ფაბრიკის“ შესახებ შეტყობინებები გახდა.
6 სექტემბერს, Facebook-მა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად შესაძლო გამოძიების ფარგლებში, სოციალურმა ქსელმა გამოავლინა ასობით ყალბი ექაუნთი, რომელიც რუსეთიდან, ეგრეთ წოდებული "ტროლების ფაბრიკის" დახმარებით იმართებოდა.
ორი წლის განმავლობაში, სააგენტო ყიდულობდა პოსტების ფასიან გავრცელებას. Facebook-მა ყველა იდენტიფიცირებული ჯგუფი გააუქმა, თუმცა "ფაბრიკაში" ამბობენ, რომ ჯგუფების 20% მოქმედია.
ტრამპმა Facebook-ზე რუსების მიერ რეკლამის ყიდვას "მისტიფიკაცია" უწოდა.