ინდონეზიაში მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა - ლავის ამოფრქვევის საფრთხე ძალიან მაღალია

  15:05:22     22-09-2017

ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ის ცნობით, ინდონეზიაში 5 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. 

კუნძულ ბალიზე აგუნგის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ინდონეზიის გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ლავის ამოფრქვევის საფრთხე ძალიან მაღალია. 

სტიქიური საფრთხის ზონა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 6 ათასმა ადამიანმა დატოვა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ბოლოს ვულკანი კუნძულ ბალიზე 1963-1964 წლებში ამოიფრქვა, რამაც ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.