დავით მათიკაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ დუღილის პროცესი გვაქვს
14:49:16     22-09-2017
საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიისგან პოზიტიურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით, დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, უკვე არსებობს წინა დასკვნა პროექტთან დაკავშირებით, სადაც ასახული იყო 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც ქართულმა მხარემ გაითვალისწინა.
ვენეციის დასკვნამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე.
"პრესა.ჯი" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს ესაუბრა:
-როგორია თქვენი განწყობა იმ ფონზე, როცა ცალსახად არ იღებს ოპოზიცია იმ შეთავაზებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ გაახმოვანა...ვენეციის კომისიის მოწოდება პოლიტიკური სპექტრის სრული კონსესუსი იყო, რომლის მიღწევაც ვერ მოხერხდა. როგორ ფიქრობთ, მოსაწონი იქნება საბოლოო ვარიანტი საერთაშორისო რეკომენდატორებისთვის?
-მმართველი გუნდი არაერთხელ წავიდა კომპრომისზე იმისთვის, რომ კონსტიტუციის არსებული პროექტი და შემდგომ ორი ცვლილების ინიცირება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დაანანონსა, განხორციელდეს ისე, რომ იმ ზეიმში, რასაც ქართული სამართლის და სახელმწიფოებრიობის ზეიმი ჰქვია ოპოზიციამაც მიიღოს მონაწილეობა და გაიზიაროს ეს სიხარული. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ვენეციის კომისია 1995 წლიდან აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან კარგად იცის, ამ პროცესების შინაარსი. ჩვენ ველოდებით პოზიტიურ დასკვნას და ველოდებით ისეთ კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს გარანტირებულად გახდის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში.
-რასაც ახლა სთავაზობთ ოპოზიციას, შეგეძლოთ კონსტიტუციური პროექტში მეორე მოსმენისას აგესახათ, როცა ოპოზიცია დიალოგს გთავაზობდათ. ამის შემდეგ, პროცესის ხელახლა დაწყება რამდენად სერიოზულს ხდის მთლიანობაში იმ საკონსტიტუციო პროცესს, რასაც თქვენ „ზეიმს“ უწოდებთ?
-თუ დააკვირდებით საკონსტიტუციო კომისიის მთელ პროცესს და შემდეგ საერთო-სახალხო განხილვის ეტაპზე არსებულ პასაჟებს, ნახავთ, რომ ეს არ არის ახალი შემოთავაზება. ბლოკების თემაზე მანამდეც იყო საუბარი, რომ 2020 წელს პარტიებთან ერთად ბლოკებმაც შეძლონ ერთჯერადად არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თან ისე, რომ საარჩევნო ბარიერის პროცენტი 3-მდე იქნას დაწეული, ბონუსის გაუქმებას რაც ეხება, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება. თუ ჩვენ 2020 წელს მაჟორიტარულ სისტემაზე არ გადავდივართ ერთიანად, ეს გარდამავალი პერიოდი თავის თავში გულისხმობს ამ საკითხს. ფაქტიურად, რაც გუშინ დაანონსდა, სიახლე არ არის და საზოგადოებამ მანამდეც იცოდა. მთლიანობაში, ეს არის ძალიან კარგი კონსტიტუცია.
-უკვე ცნობილი გახდა “ქართულო ოცნების“ საარჩევნო სიები, მანამდე კი, იყო შემთხვევები რაიონებში, სადაც ჯერ დასახელდა მერობის კანდიდატები და შემდეგ შეიცვალა, ანუ ადგილი ჰქონდა უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ შიგნით. თქვენი ინფორმაციით, რა პროცესი მიმდინარეობას „ქართულ ოცნებაში“ და რატომ აქვს ამგვარ დაპირისპირებას ადგილი?
-არჩევნები ცხოველი პროცესია და ეს არ არის დაპირისპირება. ეს არის შიდა დემოკრატიული დუღილი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი დემოკრატიული პროცესისა და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. არ მინდა სხვაგვარად გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ რომ გადავხედოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2012 წლამდე, ვნახავთ, რომ რეალურად, მმართველ გუნდში არანაირ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი არასდროს ყოფილა, რადგან ერთი იღებდა გადაწყვეტილებას და მას ყველა ემორჩილებოდა. ჩვენს შემთხვევაში, ცოტა სხვანაირი მიდგომა გვაქვს. ჩვენ მეტი დემოკრატია და აზრის გამოთქმის მეტი თავისუფლება გვაქვს. სწორედ ეს იწვევს იმ კარგ პროცესებს, რასაც ჩვენი ევროპელი კოლეგები აფასებენ და რის გამოც საქართველო წინ მიდის დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებლით.