„2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი“
14:15:44     22-09-2017
„2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზად არი იყო, მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი, თუ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავიდოდა.
„ასეთი კონტრპროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია, შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა მანამდეც იცოდნენ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში სრულფასოვნად ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებები და 2020 წლის შემდეგ, არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.