მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა

  10:48:58     22-09-2017

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 286-მდე გაიზარდა. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ დაკარგული ადამიანების შესახებ 200-ზე მეტი განცხადება მიიღეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 3 ათასამდე შენობა, შესაძლოა, დაინგრეს. 

შეგახსენებთ, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკის დედაქალაქში 19 სექტემბერს მოხდა.