"სააკაშვილმა ვერ გაბედა ასეთი მასობრივი შეტევა ეკლესიაზე, როგორც ეს ხორციელდება დღეს"
16:58:03     21-09-2017
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი საპატრიარქოს და ე. წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ასეთი ღია შეტევა საპატრიარქოზე სააკაშვილმა ვერ გაბედა.
"მე არ ვიცი ამის უკან ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი დგას თუ არა, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ სააკაშვილის დროს არ მომხდარა ესეთი მასობრივი შეტევა, ვერ გაბედა სააკაშვილმა ასეთი მასობრივი შეტევა ეკლესიაზე, როგორც ეს ხორციელდება დღეს." აცხადებს "ტვ პირველთან" ნინო ბურჯანაძე.
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ გამოჩნდება რისი ბრალია ეს ყველაფერი - ხელისუფლების უსუსურობის თუ ვიღაცის შეგნებული მოქმედების.