კალიფორნიის შტატმა ტრამპს მექსიკის კედლის მშენებლობისთვის სასამართლოში უჩივლა
14:42:27     21-09-2017
კალიფორნიის შტატის გენერალურმა პროკურორმა ქსავიერბესერამ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
კალიფორნიის პროკურატურის სარჩელში წერია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ იგნორირება გაუკეთა ფედერალურ და სახელმწიფო გარემოსდაცვით კანონებს. პროკურატურის ცნობით, კედლის მშენებლობა არაკონსტიტუციურიც არის და შტატით გათვალისწინებულ უფლებებს არღვევს.
ინაუგურაციის შემდეგ, 25 იანვარს ტრამპა კედლის აშენების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 2017 წლის აგვისტოში კი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბარიერის ბეტონის მოდელების შესაქმნელად ოთხი სამშენებლო კომპანია შეარჩია.
კალიფორნია პირველი შტატია, რომელმაც მექსიკასთან კედლის მშენებლობის გამო ქვეყნის პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლა.