![„ფეისბუქი“ წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს „ფეისბუქი“ წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს](http://presa.ge/img/multimedia/a71379.jpg)
„ფეისბუქი“ წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს
13:48:42     21-09-2017
სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სოციალური ქსელი „ფეისბუქი” წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ფეისბუქი“ თანამშრომლობს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რათა იმ შემოწირულობებს, რომლებიც ორგანიზაციაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება, არანაირი საკომისიო თანხა არ ეჭრებოდეს.
19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 230 ადამიანი დაიღუპა.