ჰაეროვანი ნამცხვარი ჯემით
12:02:40     21-09-2017
- კვერცხი - 3 ცალი
- რძე - 200 მლ
- ზეთი - 90 მლ
- ფქვილი - 400 გ
- შაქარი - 200 გ
- გამაფხვიერებელი - 1,5-2 ჩ/კ
- მარილი - 0,5 ჩ/კ
- ნებისმიერი ხილის ჯემი - 1-1,5 ჭიქა
ცივ კვერცხს დაუმატეთ მარილ და ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი.
ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ ზეთი, შემდეგ კი რძე.
პატარ-პატარა ულუფებად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ათავიფეთ ერთგვაროვანი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე.
გამოსაცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. დაასხით ცომის ნახევარი, ზემოდან გაანაწილეთ ჯემი, შემდეგ კი დარჩენილი ცომის მასა.
მოათვსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შემდეგ დაუკელით ტემპერატურას 160 გრადუსამდე და აცხვეთ 40-45 წუთი.
გამომცხვარ და გაცივებულ ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით.