"სააკაშვილმა საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა უნდა გადაიხადოს"
11:18:12     21-09-2017
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის გადაკვეთისთვის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
"ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რისთვისაც სააკაშვილმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს და უკრაინაში ყოფნისთვის დოკუმენტაცია გააფორმოს", - განაცხადა ლუცენკომ უკრაინისა და ევროკავშირის ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადება კანონს არღვევს.
"იური ვიტალიევიჩ, თქვენ როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი, ასეთი განცხადებებით უკრაინის სასამართლო სისტემის პირდაპირ დისკრედიტაციას ახდენთ", -წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.