ჩრდილოეთ კორეამ ტრამპის მუქარას „ძაღლების ყეფა“ უწოდა

  10:39:38     21-09-2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, დონლად ტრამპის მუქარა „ძაღლების ყეფას“ შეადარა.

ლი იონ ჰოს განცხადებით, ტრამპის მუქარას ფხენიანში არაფრად აგდებენ.

„არის ასეთი გამოთქმა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. თუ დონალდ ტრამპს ჩვენი გაოცება ძაღლის ყეფით სურდა, მაშინ ალბათ ის ოცნებებში გაერთო“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიპლომატს ასევე დაუსვეს კითხვა ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინისთვის მოფიქრებულ ზედმეტსახელ"ადამიანი რაკეტას" შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ "ტრამპის თანაშემწეები ეცოდება".გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად გაანადგურებს ჩრდილოეთ კორეას, თუკი ფხენიანი ამერიკის ან მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას დაემუქრება.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინის ადამიანი-რაკეტა უწოდა.

მან ასევე, ორი დღის წინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და ფხენიანს განადგურებითაც კი დაემუქრა.