ჯონი დეპმა ოცნება აისრულა
11:05:10     13-05-2011
ჯონი დეპი და “Aerosmith” – ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი, თანაავტორების ამპლუაში, ახალ სიმღერებზე მუშაობას იწყებენ. ამის შესახებ NME იუწყება.
თავად მსახიობის თქმით, დეპი და ტაილერი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სტუდიაში და ჯონმა მუშაობისგან დიდი სიამოვნება მიიღო.
“ტაილერი ადამიანია, რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, ასე რომ ახლა მე ცხოვრების ოცნება ამისრულდა” – აღნიშნა დეპმა. მცირე ხნის წინ, დეპმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა სტივენთან ერთად კინოში, თუ მომღერალი ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას გადაწყვეტდა.
ჯონი დეპი წარსულში მუსიკაშიც მოღვაწეობდა. მას ჯგუფ “ოაზისის” რამდენიმე სიმღერისთვის გიტარის პარტიები აქვს დაწერილი. ამას გარდა, დეპმა მონაწილეობა მიიღო ვანესა პარადისის ალბომ “Bliss” – ის ჩაწერაში, რომელიც მსახიობის მეუღლეა.