მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
09:15:21     21-09-2017
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად ქვეყნის პრეზიდენმა ენრიკე პენა ნიეტომ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მან დაზარალებული რეგიონები თავად მოინახულა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 230 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 21 ბავშვია.
სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები და სამხედროები ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას ცდილობენ. მათ შორის არის გოგონა, რომელიც სკოლის ჩამონგრევის დროს მიწისქვეშ აღმოჩნდა. მისი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სტიქიამ ყველაზე მეტად დედაქალაქი მეხიკო, ასევე მორელოსა და პუებლას შტატები დააზარალა. მომხდარის გამო მექსიკას დახმარება არაერთმა ქვეყანამ შესთავაზა.
19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია.
ამ თვეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.აღსანიშნავია, რომ ზუსტად 32 წლის წინ, 1985 წლის ამავე დღეს, 19 სექტემბერს, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას მაშინ სულ მცირე 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.