ნიკოლას მადურომ ტრამპი ჰიტლერს შეადარა

  16:47:41     20-09-2017

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადურომს მიაჩნია, რომ ამერიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ახალი ადოლფ ჰიტლერია. ამის შესახებ მან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ვენესუელაში "დემოკრატიის აღდგენისკენ" მოუწოდა.

„ვენესუელის მოსახლეობა შიმშილობს. მათი ქვეყანა ინგრევა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად. ჩვენ არ შეგვიძლია შორიდან ვიდგეთ და ვუყუროთ. მე ვთხოვ თითოეულ აქ მყოფ ქვეყნის წარმომადგენელს, დახმარება გაუწოს ვენესუელას კრიზისის გადალახვაში", - განაცხადა ტრამპმა გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რამდენიმე დღის წინ თავისი თავი გარეგნობით სტალინს შეადარა. „მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც მე კარიბის რეგიონის სტალინად მთვლიან. შეხედეთ ჩემს პროფილს, როცა სარკეში ვიხედები, მე მგონია, რომ მართლა სტალინს ვგავარ“, - თქვა ნიკოლას მადურომ.