"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები რეგულარულად უარს ამბობენ პარლამენტში მოსვლაზე"
16:25:23     20-09-2017
"ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს იმედი აქვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების საკანონმდებლო ორგანოში გამოუცხადებლობის პრობლემა პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობით მოგვარდება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები რეგულარულად უარს ამბობენ პარლამენტში მოსვლაზე.
"ამას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ა.შ. ჩვენ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ არ გვაქვს ფუნქციონალური საპარლამენტო ანგარიშვალდებულება. ის თანამდებობის პირები, რომლებსაც პარლამენტის წევრებმა გამოუცხადეს ნდობა, არ კადრულობენ პარლამენტში სიარულს, ისინი არ კადრულობენ დეპუტატების წინაშე გამოცხადებას და არ კადრულობენ, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გასცენ პასუხები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები საპარლამენტო უმრავლესობიდან იზიარებთ ჩემს ამ პოზიციას. რეგლამენტი ნამდვილად ირღვევა და გარკვეული ნაბიჯები თუ არ გადავდგით, კომიკურ სიტუაციაში ვართ - გვიწერია კანონში ერთი, თუმცა იგი არ სრულდება და პარლამენტის როლი არის დაკნინებული. მე იმედი მაქვს, პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობით ეს პრობლემა მოგვარდება”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მანვე ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე გააკრიტიკა.
"ჩვენთვის დღემდე უცნობია კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა კალაძის მეშვეობით ენერგეტიკის სამინისტროსა და „გაზპრომს“ შორის. რეგლამენტის თანახმად მოვიწვიეთ მინისტრი, რომ გაეცა პასუხები საზგადოების კითხვებზე, თუმცა პასუხად მივიღეთ უარი და კახა კალაძემ მოიმიზეზა დროის უქონლობა. ბატონი კალაძე, პრაქტიკულად, ისე ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, ერთხელაც არ მოვიდა პარლამენტში. ან პასუხები არ აქვს, ან პარლამენტის აშკარა უპატივცემულობასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა ოპოზიციონერებმა დეპუტატმა.