მიკი რურკს და კოლინ ფარელს კომედიაში იღებენ
11:02:53     13-05-2011
მიკი რურკს, ქრისტოფერ უოკენს, სემ როკუელს და კოლინ ფარელს ფილმ “შვიდ ფსიქოპატში” იღებენ. ამის შესახებ საიტი “Collider” იტყობინება.
კინოსურათის შემქნელები ფილმს ახასიათებენ, როგორც “შავ კომედიას”. იგეგმება, რომ ფარელი ითამაშებს მწერალს, რომელიც წიგნზე, სახელწოდებით “შვიდი ფსიქოპატი” მუშაობს.
ფილმის სცენარისტი და რეჟისოსი მარტინ მაკდონახია. წარსულში ის უკვე თანამშრომლობდა კილინ ფარელთან. 2007 წელს, მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში, რომლის რეჟისორიც მაკდონახი იყო. კოლინ ფარელმა ამ როლის წყალობით “ოქროს გლობუსი” მიიღო ნომინციაში “საუკეთესო მსახიობი მუზიკლში ან კომედიაში”.