რა პერფორმანსით გააპროტესტებენ "პატრიოტთა ალიანსის" მოშიმშილეთა აქციას?

  16:18:12     20-09-2017

თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შიმშილობენ, ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება.

აქციის ორგანიზატორის ლუკა გვაზავას განცხადებით, მსგავსი პერფორმანსი ლიტველებმა გამართეს, სადაც საქართველოს და უკრაინის ოკუპაცია გააპროტესტეს. მისივე თქმით, დღეს „პატრიოტთა ალიანსი“ მართავს შიმშილობის აქციას რუსთაველის გამზირზე, სადაც 89 წლის 9 აპრილს რუსებმა ქართველი ახალგაზრდები დახოცეს.

პარლამენტის წინ პერფორმანსი 19:30 საათზე გაიმართება.

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა შიმშილობა 17 სექტემბერს დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნაა ცვლილებები კონსტიტუციაში, პოლიტიკური და სოციალური საკითხების მოგვარება და ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.