მიწისძვრა მექსიკაში - დაღუპულია 140-მდე ადამიანი

  09:16:39     20-09-2017

BBC-ის ცნობით, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა140-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში ერთხელ იზრდება. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის სკოლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 22 მოზარდი. 

საცხოვრებელი შენობების და ინფრასტრუქტურის ნაწილი განადგურებულია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 4 მილიონამდე ადამიანი.
 
მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.