რუსებმა სამხედრო ფინანსისტები გაასამართლეს

  10:48:30     13-05-2011

რუსეთში სამხედრო ფინანსისტები გაასამართლეს. სამ ოფიცერს 16 მილიონი რუბლის მითვისებაში წაეყენათ ბრალი.

თანხა იმ სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს ეკუთვნოდათ, რომელნიც 2009 წლის ლიკვიდირებულ სამხედრო ნაწილში, ჩელიაბინსკის ოლქში მსახურობდნენ, მაგრამ ხელფასი და ფულადი ანაზრაურება ადრესატებამდე არ მივიდა. ამის შესახებ მოსამსახურეებმა პროკურატურას 2010 წლის დასასრულს აცნობეს.

 

გამოძიების პროცესში ფინანსისტებმა მითვისებული თანხის ნაწილი დააბრუნეს. თუმცა, სასამართლოს გადწყვეტილებით, დამნაშავეებმა თავდაცვის სამინისტროს მთელი თანხა უნდა დაუბრუნონ და ჯარიმაც გადაიხადონ. ასევე უახლოესი 5 წლის გატარება ყოფილ სამხედროებს კოლონიაში მოუწევთ, სამხედრო წოდების ჩამორთმევით.

 

ამ ისტორიაში საინტერესო ისიც არის, რომ მედიის ნაწილის ინფორმაციით, გასამართლებულების დამნაშავეობის დადასტურება ვერ მოხერხდა. თუმცა, რუსეთში დღეს ეს არავის უკვირს.