თვითმხილველების ინფორმაციით, თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი ქალმა დაჭრა

  14:29:29     19-09-2017

ცოტა ხნის წინ თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცს ამ წუთებში ოპერაციას უკეთებენ. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

თბილისში, თემქაზე დღეს ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ ახალგაზრდა კაცი ქალმა ჯერ დანით დაჭრა, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათივე თქმით, სროლას წინ უძღოდა შელაპარაკება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.