თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს

  13:51:53     19-09-2017

თბილისში, თემქაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოში ამ ეტაპზე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ საუბრობენ. 

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.