![მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი მონობის მსხვერპლი გახდა მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი მონობის მსხვერპლი გახდა](http://presa.ge/img/multimedia/a71251.jpg)
მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი მონობის მსხვერპლი გახდა
13:01:22     19-09-2017
2016 წელს მსოფლიოში 40 მილიონამდე ადამიანი მონობის, 152 მილიონი ბავშვი კი იძულებითი შრომის მსხვერპლი გახდა.
კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ Walk Free Foundation-თან და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა. კვლევის შედეგები გაეროს 72-ე გენერალურ ასამბლეაზე გასაჯაროვდა.
კვლევის თანახმად, დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი მონობის, ხოლო 25 მილიონამდე იძულებითი შრომის მსხვერპლია. ამასთან, კიდევ 15 მილიონი ადამიანი იძულებით ქორწინებაში იმყოფება. კვლევამ ცხადყო, რომ მათ შორის 71% (29 მილიონი) ქალები და ახალგაზრდა გოგოები არიან. რაც შეეხება სექსინდუსტრიას, ამ სფეროში ჩამბულთა 99%-იც მდედრობითი სქესისაა.
კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მსოფლიოში 5-იდან 17 წლამდე 152 მილიონი ბავშვი იძულებულია იშრომოს ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სფეროში. მათგან ყველაზე მეტი მოზარდი აფრიკის კონტინეტზეა იძულებით შრომაში ჩამბული.