ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება
10:35:52     19-09-2017
ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდება უსაფუძვლოა და საქმეში არსებითი მტკიცებულებები არ დევს.
თემურ ჯანაშიას ადვოკატის განცხადებით, საქმის აბსურდულობას პროკურატურის მოწმეების ჩვენებებიც ადასტურებს.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს სახელმწიფო ბრალდება 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.
„საქმეში რაც არის, მოცემული ფაქტია, რომ არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ბრალდებულთა ბრალეულობას. კომიკური საქმეა, თუმცა მუხლი რაც არის წარდგენილი, 7-დან 11 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.