ბიტკოინის გამო თურქეთში მკვლელობა მოხდა
10:07:03     19-09-2017
თურქეთში ბიტკოინის გამო მკვლელობა მოხდა. მსხვერპლი, 22 წლის თურქეთის მოქალაქე გახდა.
მისი ცხედარი 3 დღის წინ ავტომობილში იპოვეს. გამოძიების ცნობით, მკვლელობის შემდეგ მისი თითით შეეცადნენ ტელეფონის ბლოკის მოხსნას, რათა მიეღოთ წვდომა ბიტკოინის აპლიკაციაზე, თუმცა უშედეგოდ.
პოლიციამ, ეჭვმიტანილთა ჯგუფი უკვე დააკავა.
ბიტკოინი ეს გახლავთ ციფრული ვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება, რომელიც გამოიგონა სატოში ნაკამოტომ. 2008 წელს, მან საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ, ხოლო 2009 წლიდან ის კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას ინფორმაციის გაცვლა შეუძლია ან ერთ კომპიუტერს ინფორმაციის მეორესთვის პირდაპირ მიწოდება, მესამე მხარის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით. შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად განახორციელონ სავაჭრო ოპერაცია ყოველგვარი შუამავლის ან საშუამავლო რგოლის გარეშე.