![როგორ განვითარდება მოვლენები გერმანიის არჩევნების შემდეგ ევროპაში? როგორ განვითარდება მოვლენები გერმანიის არჩევნების შემდეგ ევროპაში?](http://presa.ge/img/multimedia/a71222.jpg)
როგორ განვითარდება მოვლენები გერმანიის არჩევნების შემდეგ ევროპაში?
09:51:25     19-09-2017
24 სექტემბერს გერმანია ახალ პარლამენტს და კანცლერს ირჩევს, როგორც წინასწარი კვლევების მიხედვით, ცნობილი ხდება არჩევნებში ანგელა მერკელი გაიმარჯვებს. სოციალ-დემოკრატების კანდიდატი მარტინ შულცი მას საგრძნობლად ჩამორჩება.
ეს არჩევნები შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულია, რადგან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბუნდესტაგში შეიძლება 6 პარტიის დეპუტატები მოხვდნენ, მათ შორის მემარჯვენე ნაციონალისტებიც, რომლებსაც ანტიისლამისტური და ანტიმიგრაციული ლოზუნგები აქვთ და დეპუტატების რაოდენობით შეიძლება მესამე ადგილი დაიკავონ ბუნდესტაგში.
გერმანიაში ეს პირველი საყოველთაო არჩევნებია 2015 წლის საიმიგრაციო კრიზისის შემდეგ, როდესაც მერკელის მთავრობამ მიგრანტების მიმართ ღია კარის პოლიტიკა გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში თითქმის 900 ათასი დევნილის ჩასვლა მოჰყვა.
მოგეხსენებათ, გერმანია ევროკავშირში წამყვან როლს თამაშობს და მის ბიუჯეტშიც ყველაზე მეტი თანხა შეაქვს, შესაბამისად აღნიშნულ არჩევნებს არამარტო გერმანიისთვის, არამედ მსოფლიოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
2017 წლის ბუნდესტაგის არჩევნებში, სადეპუტატო მანდატებისთვის 34 პარტია იბრძოლებს, მაგრამ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ 6 სუბიექტს აქვს. ესენი არიან:
წინასაარჩევნო კამპანიის დროს უპირატესი თემა მიგრაცია, თავშესაფრის მიწოდება, ინტეგრაცია და დეპორტაციაა. ასევე სოციალური უთანასწორობა, დახმარებები, განათლება და შიდა უსაფრთხოება.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელედებატების დროს, რომელშიც მერკელმა შულცი დაამარცხა, კანდიდატებს არ უხსენებიათ არც „ბრექსიტი“ და არც რუსეთი.