ჩრდილოეთ კორეამ გაეროს სანქციებს „მტრული აქტი“ უწოდა

  16:17:30     18-09-2017

გაერო-ს მხრიდან სანქციების გაძლიერებას ჩრდილოეთ კორეამ „მტრული აქტი“ უწოდა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გართულებაზეა მიმართული.

ახალი სანქციების საპასუხოდ ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ ახლა ჩრდილოეთ კორეას ისღა დარჩენია, რომ საკუთარი ბირთვული პროგრამა უფრო სწრაფი ტემპებით განავითაროს.

ქვყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სანქციებს სასტიკი, არაეთიკური და არაჰუმანური მტრული აქტი უწოდა, რომლის მიზანიც კორეული სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობის და ხელისუფლების ფიზიკური განადგურებაა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ სანქციები მას შემდეგ შემოიღო, რაც სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც იაპონიას გადაუფრინა.