ლონდონის ტერაქტში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ფოტოები ვრცელდება

  13:52:32     18-09-2017

ბრიტანულ მედიაში ლონდონის მეტროს სადგურ ”პარსონს გრინში” მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი ფოტოსურათები ვრცელდება.

ფოტოებზე 21 წლის ეჭვმიტანილი იაჰია ფარუხია აღბეჭდილი. ფარუხი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 17 სექტემბერს დააკავეს.

კიდევ ერთი ბრალდებული, 18 წლის მამაკაცი პოლიციამ შაბათს დილით დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ მან განათავსა პარასკევს მეტროს ვაგონში მოწყობილობა, რომლის აფეთქების შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა.

ორივე ახალგაზრდა ბრიტანელი წყვილის, პენელოპა და რონალდ ჯონსების სახლში ცხოვრობდა. ჯონსების წყვილი საყოველთაოდ არის ცნობილი და უკანაკსნელი 40 წლის მანძილზე მათ 300-მდე ბავშვი, მათ შორის 8 ლტოლვილი აღზარდეს.

2010 წელს პენელოპა და რონალდ ჯონსებს ბრიტანეთის იმპერიის ორდენები გადაეცათ.