„ტერორისტები არიან ავადმყოფები და შეშლილები“

  16:12:53     15-09-2017

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ტერორისტების მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმა ლონდონში. ეს ხალხი ავადმყოფი და შეშლილია. მათთან ბრძოლა უნდა გააქტიურდეს,“- წერს დონალდ ტრამპი. 

აფეთქება ლონდონშუმ „პარსონს გრინის“ მეტროს სადგურთან, მატარებლის ვაგონში დღეს დილით მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის ჩანთაში, კონტეინერში იყო მოთავსებული.