ძლიერი აფეთქება ლონდონის მეტროპოლიტენში - არიან დაშავებულები

  12:11:21     15-09-2017

ლონდონის მეტროპოლიტენის „პარსონს გრინის“ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა. 

ბრიტანული მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. 

თვითმხილველების ცნობით, აფეთქების შემდეგ მეტროში პანიკა დაიწყო. სავარაუდოდ, აფეთქდა პლასტიკური ვედრო, რომელიც პაკეტში იყო დატოვებული.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.