მოსკოვში სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი იური ნიკიფოროვი გარდაცვლილი იპოვეს

  14:41:14     14-09-2017

სააგენტო „ინტერფაქსის“ რედაქტორი, 33 წლის იური ნიკიფოროვი მოსკოვის ოლქში, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი მისმა მეუღლემ აღმოაჩინა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ჟურნალისტის გარდაცვალება დაადასტურა „ინტერფაქსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსეი გორშკოვმა.

„გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ. ამის შესახებ კომენტარი სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ, თუმცა, ჩვენი თვალსაზრისით, ეს უცნაური ისტორიაა. არც კოლეგებსა და არც ახლობლებს ამ ვერსიის დამადასტურებელი ნიშნები არ შეუნიშნავთ. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება დეტალურად ჩატარდება“, - განაცხადა გორშკოვმა.