ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ ზღვამ უცნაური არსება გამორიყა

  13:18:21     14-09-2017

ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ ტეხასის სანაპიროზე ზღვამ უცნაური არსება გამორიყა.

ბრიტანული ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვადრი ცხოველი ადგილობრივმა მცხოვრებმა, აღმოაჩინა, რომელმაც მისი ფოტოები სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განათავსა.

მალევე მას ბიოლოგი კენეტ ტაიგი გამოეხმაურა, რომლის ვარაუდით, უცნაური ზღვის არსება გრძელი კუდით, ბასრი წვრილი კბილებითა და თვალების გარეშე გიგანტური გველთევზაა, რომელიც მექსიკის ყურეში ბინადრობს.